ტერმინთა განმარტება:
წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკაში მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
“კომპანია” ან “მოვაჭრე” – შპს “რეროდევ” (სკ: 412774528).
მომხმარებელი/კლიენტი – ნებისმიერი ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელსაც სავაჭრო/სახელშეკრულებო ურთიერთობა აქვს კომპანიასთან.
“ვებ-გვერდი” ან “ვებ-საიტი” – ნიშნავს store.mdevari.ge რომლის მეშვეობითაც ხდება საქონლის გაყიდვა ან/და მომსახურების შეთავაზება/განხორციელება;
“საქონელი” – ვებ-გვერდზე გასაყიდად განთავსებული ქონებრივი სიკეთე.
“პერსონალური მონაცემი” – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით;
“დისტანციური ხელშეკრულება” ან “ხელშეკრულება” – ხელშეკრულება, რომელიც დაიდო კომპანიასა და მომხმარებელს შორის სავაჭრო ობიექტის გარეთ, გამომცემლობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
“ნაკლის მქონე ნივთი“– ვებ-გვერდზე დისტანციური ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ნივთი, რომელიც დაზიანებულია, არ შეესაბამება მოთხოვნილ საქონელს ან პროდუქტის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ აღწერას, შეუძლებელია მისი გამოყენება დანიშნულებისამებრ ან/და ნივთი შეიცავს იმგვარ დეფექტს, რომელიც აშკარაა ან საშუალო დონის ობიექტური მომხმარებლის თვალში აღნიშნული ნივთი აღიქმება ნაკლის მქონედ და აღნიშნული ნაკლის არსებობის შესახებ წინასწარ ცოდნის შემთხვევაში, მომხმარებელი უარს იტყოდა ნივთის ყიდვაზე. ნივთი ნაკლის მქონედ არ მიიჩნევა, თუკი იგი შეიცავს უმნიშვნელო ნაკლს ან თუკი შეძენილი ნივთის შინაარსი მიუღებელია მომხმარებლისთვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა:
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავება სრულიად ეხმიანება საქართველოს კოდექსის “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონს.
- მონაცემთა შეგროვება ხდება მხოლოდ, მომხმარებლის მიერ საქონლის შეძენისას შესაბამის ველებში შეყვანილი ინფორმაციისგან.
- შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ საქონლის ყიდვის ხელშეკრულების გასაფორმებლად, ხოლო შემდეგ მისაწოდებლად, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
- მომხმარებლის ინფორმაცია შესაძლებელია წაიშალოს, ხელშეკრულების დასრულებიდან 1 თვის შემდეგ, მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე.
მიწოდების ვადა:
- კომპანია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და მომხმარებელი ამის თაობაზე ინფორმირებული და თანახმაა.
- იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ ვალდებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ შეასრულა, მომხმარებელი უფლებამოსილია განუსაზღვროს კომპანიას გონივრული დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს თანხის სრული დაბრუნება.
- ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება საქონლის დროულად მიღებას დაუკავშირა.
- თუ მომხმარებელს საქონელი იმის გამო არ მიეწოდება, რომ იგი ხელმისაწვდომი არ არის, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ.
უფლებები და ვალდებულებები:
- მომხმარებელი ვალდებულია სწორად შეავსოს პროდუქტის შეძენისას ყველა აუცილებელი ველი.
- ხელშეკრულების დადების შემდეგ, თუ კლიენტთან დაკავშირება ვერ მოხერხდა მის მიერ მითითებული ინფორმაციის გამოყენებით, კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად გავიდეს ხელშეკრულებიდან.
- კლიენტი პასუხისმგებელი იქნება ნებისმიერ ოპერაციაზე, რომელიც ჩატარდება დისტანციური მომსახურებით.
- დისტანციური მომსახურებისას კომპანია არ არის პასუხისმგებელი: ა) კლიენტის მოწყობილობების ან პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობით გამოწვეულ ნებისმიერ შეფერხებაზე; ბ) ვირუსზე ან სხვა მსგავს პრობლემაზე, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს დისტანციური მომსახურებით სარგებლობასთან.
მომხმარებლის უფლებამოსილებები:
- თუ მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან;
- ხელშეკრულებაზე უარის თქმის, გასვლის შემდეგ, მხარეთა შორის დადებული დისტანციური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ქარწყლდება, ხოლო მხარეები ვალდებულები არიან, დაუბრუნონ ერთმანეთს მიღებული ნივთი/თანხა.
- საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მმართველ კომპანიას მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა,გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს;
- საქონლის დაბრუნებაზე განცხადება შეიძლება გამოიგზავნოს მისი მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
- ნაკლის შესახებ განცხადება უნდა გამოიგზავნოს ემაილზე: store@mdevari.ge ან Facebook სოციალურ ქსელში “მდევარი” ნაკლის აღმწერი ტექსტითა და სურათით.
კომპანიას უფლება აქვს უარი უთხრას კლიენტს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, თუ დაბრუნებული ნივთი დაზიანებული ან შეცვლილია.