ნომერი 20 – აკადემიური გამომცემლობა “მდევარი”
ნომერი 20 – აკადემიური გამომცემლობა “მდევარი”
„მდევარის“ მესამე წლის აღსანიშნავ, საიუბილეო მე-20 ნომერში წარმოდგენილია ნაშრომები სოციოლოგიიდან, მათემატიკიდან, ისტორიიდან და ფილოსოფიიდან. ნანა ჭიღლაძის სტატია „როგორ დაცარიელდა ცა, ანუ ათეისტური აზრის მოკლე (დასავლური) ისტორია“ ათეიზმის სახეცვლილებას აცნობს მკითხველს – გზას მისი უძველესი ფორმებიდან თანამედროვეობამდე. ანა თოთლაძის თარგმნილი კარლ-ოსკარ ლინდგრენისა და სვენ ოსკარსონის კვლევა „წარსულის განგრძობითობა: პოლიტიკური უთანასწორობის გადაცემა თაობიდან თაობას“ პოლიტიკური აქტივიზმის გენეტიკურ და საზოგადოებრივ საფუძვლებს მიმოიხილავს. „მდევარის“ რედაქტორის, ბექა იობიძის, სტატია „ხელმისაწვდომი უსასრულობის ფილოსოფია, ანუ მათემატიკური განუზღვრელობა“, რომელიც ფილოსოფიურ-მათემატიკური ახსნებით ნებისმიერი დისციპლინის სპეციალისტისთვისაა განკუთვნილი, კალკულუსის, კომპლექსური ცვლადის ანალიზისა და სიმრევლეთა თეორიის გამოყენებით, უსასრულობას განიხილავს, როგორც ხელშესახები, კანონზომიერი და ცხადი სამყაროს აღმწერ არაჩვეულებრივ საშუალებას.